ლია კობერიძე, თურქული ენის პედაგოგი.
უკვე 15 წელია ჩვენთან ასწავლის თურქულ ენას ნულიდან პროფესიონალურ დონემდე, ასევე თურქულენოვან მსურველებს ეხმარება ქართული ენის შესწავლაში. აქვს სკოლებსა და სასწავლო ცენტრებში მუშაობის ხანგრძლივი და მრავალფეროვანი გამოცდილება, შესაბამისად მისი სასწავლო პროგრამა კარგად აპრობირებული და სრულყოფილია.
განათლება: დამთავრებული აქვს ი.ჯავახიშვილის სახ. სახელმწიფო უნივერსიტეტი. კვალიფიკაცია –აღმოსავლეთმცოდნე, ფილოლოგი, თურქულ-ქართული ენის მასწავლებელი, თარჯიმანი
პროფესიული ტრენინგები: გავლილი აქვს თურქული ენის სწავლა-სწავლების კურსები Yunus Emre Enstitüsü-ში.
სამუშაო გამოცდილება: მუშაობდა თურქულ კომპანიაში მენეჯერად, ასწავლიდა თურქულს 54-ე საჯარო სკოლაში, თანამშრომლობს სათარჯიმნო ბიუროებთან და სასწავლო ცენტრებთან