მისია
- ცენტრის მისიაა დაინტერესებულ ფიზიკურ პირებსა და კომპანიებს შესთავაზოს მაღალი კლასის სასწავლო კურსები, რომელიც შეესაბამება შრომითი ბაზრის თანამედროვე მოთხოვნებს, ეფუძნება შესაბამისი მიმართულების საერთაშორისო და ადგილობრივ გამოცდილებას და იყენებს სწავლების თანამედროვე მეთოდებსა და ტექნოლოგიებს
ძირითადი ამოცანები
- სხვადასხვა ასაკის კერძო პირების, მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომდაგენლების, უმუშევრების პირველადი სწავლება, მომზადება-გადამზადება;
- საავტორო სასწავლო პროგრამების შექმნა და დანერგვა;
- სწავლების თანამედროვე მეთოდების, ტექნოლოგიებისა და საშუალებების დანერგვა და ადაპტაცია;
- საგანმანათლებლო პროგრამების რეალიზება;
- სხვადახვა ორგანიზაციისთვის საჭირო სასწავლო კურსების ორგანიზება.
რატომ ჩვენ
- აქ დაგხვდებათ პიროვნებაზე ორიენტირებული სასწავლო პროცესი;
- ვზრუნავთ საკუთარ იმიჯზე, თანამშრომლებსა და მომხმარებლებზე;
- ღია ვართ ახალი იდეებისა და ნოვატორული მიდგომების მიმართ;
- მზად ვართ თანამშრომლობისთვის – ვიღებთ პასუხისმგებლობას საკუთარ საქმიანობაზე;
- ვითვალისწინებთ საკუთარ გამოცდილებას და ვიზიარებთ და ვსწავლობთ პარტნიორთა გამოცდილებაზე;
- ორიენტირებულები ვართ პოზიტიურ განწყობაზე, ჯანსაღ კონკურენციასა და ურთიერთობებზე;
- ვვითარდებით და ხელს ვუწყობთ სხვის განვითარებას;
- ვაღიარებთ სამართლიან და ნდობით გამსჭვალულ პარტნიორულ ურთიერთობებს;
- მოსწავლეები და დამსაქმებლები დარწმუნებულნი არიან ჩვენ მიერ მიწოდებული ცოდნის ხარისხში;
- არ ვარღვევთ ხელშეკრულების პირობებს და სიტყვიერ დაპირებებს;
- ვისახავთ მიზნებს და ვამაყობთ მიღწეულით;
- ცენტრის პერსონალი კოლეგიალური და შეკრული გუნდია;
- ჩვენთან ასწავლიან მაღალკვალიფიციური და ხანგრძლივი პედაგოგიური გამოცდილების მქონე სპეციალისტები, რომელთაც განათლება მიიღეს და სტაჟირება გაიარეს საქართველოს და უცხოეთის უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში;
- პედაგოგები გულწრფელად უზიარებენ ცოდნას ნებისმიერ მსურველს;
- ვქმნით სასწავლო გარემოს, რომელიც მორგებულია მოსწავლის საჭიროებებზე და ორიენტირებულია მოსწავლის მოლოდინების გამართლებაზე;
- ვქმნით თანაბარ სასწავლო პირობებს მსმენელთა პოტენციალის გამოსავლენად;
- ვმუშაობთ პატარა ჯგუფებთან, ასევე წყვილებში ან ინდივუდუალურად;
- მოქნილი გრაფიკი საშუალებას აძლევს მომხმარებელს ეფექტურად გაანაწილოს დრო და დაგეგმოს საკუთარი დღე.