ORIS Accounting არასაბიუჯეტო ორგანიზაციებისთვის
კომპიუტერული პროგრამა ORIS Accounting არასაბიუჯეტო ორგანიზაციებისთვის საბუღალტრო კომპიუტერული პროგრამების გამოყენება ამარტივებს საბუღალტრო აღრიცხვის პროცესს, ნებისმიერი ინფორმაციის მიღება შეგიძლიათ მოკლე დროში ცდომილებების გარეშე. მთავარია – ისწავლოთ დოკუმენტების სწორად აღრიცხვა.
კურსის ფარგლებში თქვენ ქმნით ვირტუალურ კომპანიას და აწარმოებთ საბუღალტრო აღრიცხვებს პროგრამულად. მრავალფეროვანი სავარჯიშოების მაგალითზე გაიმდიდრებთ პროფესიული უნარ-ჩვევებს, მიიღებთ ცოდნას და შეძლებთ, მოაწესრიგოთ საკუთარი კომპანიის დოკუმენტაცია დროის დაკარგვის გარეშე.
გაკვეთილები ტარდება
კვ. 2-ჯერ / თვეში 8 გაკვეთილი
კურსის ხანგრძლივობა
წყვილში 33 სთ (2 თვე)
გაიცემა ევრიპული სტანდარტის ორენოანი სერტიფიკატი
მესამე გაკვ. იფარება კურსის საფასური
პრაქტიკული ტრენინგ კურსი ინტერაქტიული ფორმატისაა, კითხვა-პასუხის რეჟიმში ხდება თქვენთვის ყველა გაუგებარი საკითხის დეტალური განხილვა, ამოცანებისა და სავარჯიშოების დახმარებით მასალის ათვისების შემოწმება. ყველა განხილული საკითხის განმტკიცება ხდება პრაქტიკული სავარჯიშოების ამოხსნით.
- პროგრამის გაშვება, ახალი ორგანიზაციის შექმნა, პაროლის დაყენება.
- მენიუს ღილაკები და ფუნქციები. სწრაფი კლავიშები.
- ანგარიშთა გეგმა. ანგარიშთა გეგმის ხის შეკუმშვა და გაშლა. ქვეანგარიშის დამატება.
- საწყისი ნაშთი.
- საოპერაციო და ანალიზური პერიოდის დაყენება.
- საბუღალტრო გატარებები.
- სადებეტო ანგარიში.
- ანგარიშების დათვალიერება. კორექტირება, წაშლა.
- სასაქონლო ანგარიშების შექმნა. ინდივიდუალური სასაქონლო ბარათების შექმნა, საქონლის გაცემა.
- მუშაობა ორგანიზაციასთან: ორგანიზაციის სახეობის ანგარიშები. საგადასახადო დავალება.
- ანგარიშთა სახმობების გამოყენება.
- ხელფასი: კადრების დამატება, მონაცემთა შეტანა თანამშრომელზე. დარიცხული ხელფასი, ბიულეტინი, შვებულება, ხელშეკრულება. ხელფასის დაანგარიშება.
- ძირითადი საშუალებები: ძირითადი საშუალებების ბარათის დამატება. ცვეთის დარიცხვა, საბალანსო ღირებულება.
- აწყობილი სამეურნეო ორგანიზაციები: სამეურნეო ოპერაციათა აწყობა და გადაკეთება.
- ანგარიშგებები: დეკლარაციები, საცდელი ბალანსი, მოგება-ზარალი, ფულის მოძრაობა.
- ვალუტა და პროექტები: ვალუტის კურსის დაფიქსირება. გატარებები სხვადასხვა დაფინანსების წყაროს მქონე პროექტებისთვის.
- სისტემის პარამეტრები და მომხმარებლები. ასლის შენახვა და აღდგენა.
- გატარებების ფანჯრის დამატებითი ღილაკები: ოპერაციის დამატება. ძებნა. ფილტრი. დალაგება.
- მონაცემების ექსპორტი-იმპორტი. მემორიალები.