პერსონალურ მონაცემთა დაცვა

კურსის მიზანია: მსმენელებს დეტალურად მიაწოდოს ინფორმაცია მონაცემთა  დაცვასთან დაკავშირებულ წესებსა და პირობებზე, რომელთა დაცვაც აუცილებელია  კომპანიის საქმიანობის კანონთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად. აგრეთვე, კურსის  ფარგლებში განხილული იქნება ყველა იმ წერილობითი დოკუმენტის შინაარსობრივი  და ფორმალური მხარე, რომელთა შემუშავებაც და დამტკიცებაც ახალი კანონიდან  გამომდინარე კომპანიებისთვის გახდა სავალდებულო.

კურსის დასრულების შემდეგ:  მსმენელი მიიღებს ინფორმაციას პერსონალურ მონაცემთა დაცვის მარეგულირებელი ადგილობრივი და საერთაშორისო რეგულაციების შესახებ, რომელიც დაეხმარება ორგანიზაციაში არსებული პერსონალური მონაცემების დამუშავების პროცესი მოაქციოს შესაბამისობაში არსებულ რეგულაციებთან.

გაკვეთილები ტარდება 

კვირაში 2-ჯერ 

კურსის ხანგრძლივობა

10 საათი

გაიცემა ევროპული სტანდარტის ორენოანი სერტიფიკატი

500 ლარი

გადახდა მესამე გაკვეთილზე

I შეხვედრა

  • ტრენინგის მიზნების გაცნობა 
  • მონაცემთა დაცვის საერთაშორისო, რეგიონალური და ეროვნული სამართლებრივი ინსტრუმენტები 
  • პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის ინსტიტუტის გაცნობა ∙ კანონის მოქმედების სფერო 
  • პრაქტიკული სავარჯიშო 

II შეხვედრა

  • პერსონალური მონაცემი და მონაცემთა დამუშავების პროცესის მონაწილე ძირითადი ელემენტები 
  • პერსონალურ მონაცემთა დამუშავების წესები 
  • პერსონალური მონაცემების დამუშავების პრინციპები 
  • პერსონალური მონაცემების დამუშავების საფუძვლები ∙
  •  პრაქტიკული სავარჯიშო 

III შეხვედრა

  • ვიდეომონიტორინგის განხორციელების წესი 
  • ვიდეომონიტორინგის განხორციელების პროცედურის განსაზღვრა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის მიერ 
  • აუდიომონიტორინგის განხორციელების წესი 
  • აუდიომონიტორინგის განხორციელების პროცედურის განსაზღვრა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის მიერ 
  • პრაქტიკული სავარჯიშო 

IV შეხვედრა

  • მონაცემთა სუბიექტის უფლებები 
  • პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე რეაგირების ინსტრუქცია
  • პრაქტიკული სავარჯიშო 

V შეხვედრა

  • დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირისა და დამუშავებაზე უფლებამოსილი პირის ვალდებულებები 
  • პერსონალურ მონაცემთა უსაფრთხოება 
  • მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებული ინფორმაციის აღრიცხვა
  • პრაქტიკული სავარჯიშო 

VI შეხვედრა

  • ინციდენტი და მასზე რეაგირების ვალდებულებები 
  • ინციდენტზე რეაგირების პროცედურის განსაზღვრა 
  • ინციდენტზე რეაგირების რეესტრის წარმოება 
  • პრაქტიკული სავარჯიშო 

VII შეხვედრა

  • მონაცემთა დაცვაზე ზეგავლენის შეფასება 
  • მონაცემთა დაცვაზე ზეგავლენის შეფასების პროცედურის განსაზღვრა ∙
  • პრაქტიკული სავარჯიშო 

VIII შეხვედრა

  • პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის როლი და ფუნქციები 
  • პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის ფუნქციის განსაზღვრა ორგანიზაციაში 
  • საერთაშორისო რეგულაციები პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის შესახებ 
  • ორგანიზაციაში პერსონალური მონაცემების დამუშავების მონიტორინგის განხორციელება 
  • პრაქტიკული სავარჯიშო 

IX შეხვედრა

  • პერსონალურ მონაცემთა დაცვის სათანადო გარანტიების მქონე ქვეყნები
  • პერსონალური მონაცემების საერთაშორისო გადაცემაზე ნებართვა
  • საზედამხედველო ორგანოს ფუნქცია-მოვალეობები 
  • ადმინისტრაციული საქმისწარმოება პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურში 
  • პერსონალური მონაცემების დამუშავების კანონიერების შესწავლის პროცედურა საზედამხედველო ორგანოში 
  • ადმინისტრაციული სამართალდარღვევა და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრება 

X შეხვედრა

  • პრაქტიკული შეჯამება და ტესტირება 

კურსზე ჩაწაწერად  

დარეგისტრირდით