კურსს წარუძღვება მირიან გაბუნია – საგადასახადო აუდიტის სფეროში ერთ-ერთი აღიარებული აუდიტორი. საგადასახადო და დაბეგვრის სფეროში მას იცნობენ, როგორც მაღალი კვალიფიკაციის მქონე აუდიტორს ხანგრძლივი და მრავალფეროვანი პრაქტიკული გამოცდილებით. კურსის გავლისას განხილულ იქნება შემხვედრი საგადასახადო საკითხები და ტერმინები. ყველა განხილული საკითხის განმტკიცება ხდება პრაქტიკული სავარჯიშოების ამოხსნით.
კურსის გავლისას განხილულ იქნება შემხვედრი საგადასახადო საკითხები და ტერმინები. მაგალითების მეშვეობით შესწავლილი იქნება:
გაკვეთილები ტარდება
კვ. 2-ჯერ / თვეში 8 გაკვეთილი
კურსის ხანგრძლივობა
წყვილში 33 სთ (2 თვე)
გაიცემა ევრიპული სტანდარტის ორენოანი სერტიფიკატი
მესამე გაკვ. იფარება მიმდინარე თვის გადასახადი
1. საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაციის შევსება-გადაგზავნა;
2. გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადის ყოველთვიური დეკლარაციის შევსება-გადაგზავნა;
3. საანგარიშო თვის მიხედვით განაცემებისა და დასაკავებელი გადასახადის შესახებ ინფორმაციის შევსება-გადაგზავნა;
4. მოგების გადასახადის დეკლარაციის შევსება-გადაგზავნა;
5. ქონების გადასახადის დეკლარაციის შევსება-გადაგზავნა;
6. დამატებული ღირებულების გადასახადის დეკლარაციის შევსება და გადაგზავნა, ამასთან:
ა) სასაქონლო ზედნადებების შევსება და მისი მიბმა საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებზე;
ბ) საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების შევსება და მიბმა დეკლარაციაზე, მათ შორის ავანსის ანგარიშ-ფაქტურების შევსება და საბოლოო ანგარიშგება;
გ) ცვლილებების შეტანა გამოწერილ საგადასახადო დოკუმენტებში (ა/ფ, ზედნადები.
7. აქციზის დეკლარაციის შევსება-გადაგზავნა.
8. ბუნებრივი რესურსების (აგრეთვე, სათამაშო ბიზნესის) სარგებლობისათვის მოსაკრებლის გაანგარიშების შევსება-გადაგზავნა.
დეკლარაციის სახეების მიხედვით ჩატარდება შემხვედრი ტესტირება, ხოლო ერთი ლექცია მიეძღვნება შემაჯამებელ კომბინირებულ ტესტირებას. სერტიფიკატს მიიღებს მსმენელი, რომელიც წარმატებით გაივლის შემაჯამებელ ტესტირებას.