რუსული ენა

უცხო ენის ცოდნა პროფესიული წარმატების მიღწევაში გეხმარება, გიადვილებს საქმიანი ურთიერთობების დამყარებას, სასიამოვნოს ხდის მოგზაურობას, საშუალებას გაძლევს იგრძნო თავი “შენიანად” უცხოენოვან გარემოში, ხელმისაწვდომი ხდება უახლესი ინფორმაცია თქვენთვის საიტერესო სფეროში, ახალი ენის სწავლით, სწავლობ სამყაროს აღქმას ახალი ხედვით და ეს ყველაფერი არ არის. ახალი ენის შესწავლისას იზრდება თქვენი ინტელექტუალური შესაძლებლობები, ვითარდება აზროვნება, ვარჯიშდება გონება, უმჯობესდება რეაქცია.

უცხო სიტყვების ასათვისებლად გიწევს მშობლიური ენის სიღრმეებს ჩაწვდე. შედეგად, საკუთარ ენასაც მეტად აფასებ და უცხოს პატივისცემასაც სწავლობ. ხვდები, რამდენად გიმარტივებს საკუთარი ენის კარგად ცოდნა ახალი ენის შესწავლას. ახალ ენას მოაქვს ემოციების მრავალფეროვნება, თავდაჯერებულობა, თვითრეალიზაციის ახალი შესაძლებლობები.

გთავაზობთ რუსული ენის 
კურსების ფართო არჩევანს:

  • ზოგადი რუსული ენა დონეების მიხედვით
  • მომზადება ეროვნული გამოცდისთვის
  • რუსული ენის მოკლევადიანი კურსი
  • რუსული ენა სასტუმროს თანამშრომლებისთვის
  • კორპორატიული შეთავაზება
  • ქართული ენა რუსულენოვნებისთვის

აირჩიე სასურველი ენა და გვეწვიე. ჩვენთან ენას ასწავლიან პროფესიონალი გამოცდილი <<< მასწავლებლები >>>. ჩვენ ვუფრთხილდებით საკუთარ რეპუტაციას, ვიცით, როგორ შევარჩიოთ საჭირო კადრი და გაგიმარტივოთ კარგი მასწავლებლის მოძებნის რთული პროცესი, ჩვენთან

 

  • უცხო ენებს ასწავლიან არა მოყვარული, არამედ მაღალკვალიფიციური, გამოცდილი, პროფესიონალი, პედაგოგიური სტაჟის მქონე, ენერგიული, დიპლომირებული და სერტიფიცირებული მასწავლებლები.
  • ენის სწავლა აზარტული, სახალისო და, რაც მთავარია, შედეგზე ორიენტირებულია.
  •  მოსწავლეს უმეტესად საშუალება აქვს აირჩიოს მასწავლებელი, ღიად გამოხატოს თავისი დამოკიდებულება, გაგვიზიაროს სურვილები და მოლოდინი.

გაკვეთილები ტარდება 

კვ. 2-ჯერ /  თვეში 8 გაკვეთილი

გაკვეთილის ხანგრძლივობა

წყვილში 1 სთ / ჯგ. 1 სთ 30 წთ

გაიცემა ევრიპული სტანდარტის ორენოანი სერტიფიკატი

მესამე გაკვ. იფარება მიმდინარე თვის გადასახადი

ზოგადი რუსული ენის კურსი 

 ზოგადი კურსი განკუთვნილია ნებისმიერი ასაკის მსურველთათვის. გიწვევთ რუსული ენის შემსწავლელ კურსებზე: მოსწავლეებს, აბიტურიენტებს, ტურიზმისა და ეკონომიკის სფეროში დასაქმებულებს. შეისწავლეთ რუსული ენა სხვადასხვა მიზნობრივი დანიშნულებით.

 

ეფექტურად დაგეგმილი სასწავლო პროგრამის შედეგად მსმენელი ყოველდღიურად გაიუმჯობესებს წერის, კითხვის, საუბრის და სმენის უნარ-ჩვევებს, გაიმდიდრებს ლექსიკას, სრულყოფს გამოთქმას, ინტონაციას, გრამატიკის ცოდნას, ისწავლის პრაქტიკულ და საჭირო ფრაზებს, დაძლევს უცხო ენაზე საუბრის დაწყების უხერხულობას. რუსული ენა ისწავლება დონეების მიხედვით.

 

ელემენტარილი

A1; A2

ეს არის კომუნიკაციური კომპეტენციის მინიმალური დონე. დაეუფლებით საბაზისო ლექსიკას და გრამატიკას, რომელიც საკმარისია ყოველდღიური კომუნიკაციისთვის მარტივი სტანდარტული ლექსიკით ყოფით სიტუაციებში მაღაზიაში, ტრანსპორტში, ბანკში და სხვ. შეძლებთ შედარებით ნელი ტემპით საუბრის თემის იდენტიფიცირებას, შეძლებთ მოკლე წერილების წერას, სიტყვათა მარაგი 700-1300. 

დამოუკიდებელი

B1; B2

გაიმდიდრებთ ლექსიკას. შეძლებთ წამოიწყოთ ან ჩაერთოთ საუბარში და გამოხატოთ საკუთარი პოზიცია ყოველდღიური სოციალურ, საგანმანათლებლო-კულტურულ სფეროსთან დაკავშირებით. შეძლებთ ფილმების, საინფორმაციო სიუჟეტების, სტატიების ძირითადი შინაარსის აღქმა-გაგებას. შეძლებთ სათარჯიმნო მომსახურების გაწევას. საქმიანი და არაფორმალური წერილების წერას. სიტყვათა მარაგი 10000-მდე.

თავისუფალი

C1; C2

მიმდინარეობს სამეტყველო ენის დახვეწა, შეძლებთ შეუფერხებელ საუბარს ნებისმიერ თემაზე, რეფერატების წერას, საქმიანი მიმოწერის წარმოებას, მოცულობითი აუდიო, ვიდეო მასალის აღქმა-გაგებას, სამეცნიერო და მხატვრულ ტექსტებთან მუშაობას. ეს დონე გულისხმობს პედაგოგიური მოღვაწეობისთვის საჭირო ენობრივი უნარჩვევების ფლობას

კურსზე ჩასაწერად გთხოვთ შეავსოთ

ენის ცოდნის დონის დამდგენი ტესტი

მომზადება ეროვნული გამოცდებისთვის 

თქვენ მოგამზადებენ კვალიფიციური, პროფესიონალი პედაგოგები, რომელთაც გააჩნიათ არამარტო საგნის ღრმა ცოდნა და სწავლების მრავალწლიანი გამოცდილება, არამედ, კარგად იცნობენ, როგორც საგნობრივ პროგრამას, ასევე საგამოცდო სისტემას. 

 

  • არსებული ენობრივი კომპეტენციის გამყარება
  • ცოდნის ორგანიზება საგამოცდო მოთხოვნების შესაბამისად
  • საგამოცდო უნარჩვევების ჩამოყალიბება
  • დროის სწორად გადანაწილება
  • ენობრივი კომპეტენციის გაუმჯობესებაახალ დონეზე გადასვლა
  • ანალოგიურ ტესტებზე მუშაობა
  • იმიტირებული გამოცდა

კურსზე ჩასაწერად გთხოვთ შეავსოთ

ენის ცოდნის დონის დამდგენი ტესტი

რუსული ენის მოკლევადიანი კურსი 

მოკლევადიანი კურსი – 3-6 თვის ხანგრძლივობით ითვალისწინებს მარტივი საკომუნიკაციო ლექსიკის ათვისებას, მიმალურ გრამატიკას, მოსმენის უნარ-ჩვევის ჩამოყალიბებას. მიზნობრივად შერჩეული სიტუაციური დიალოგები და ფრაზები ენის სწრაფად ათვისებაში დაგეხმარებათ. მოგიხნით რუსულ ენაზე საუბრის წამოწყების უხერხულობას.

რუსული ენა სასტუმროს თანამშრომლებისთვის

ისწავლით ძირითად პროფესიულ ფრაზეოლოგიას და ტერმინოლოგიას, გაიმდიდრებთ ლექსიკას, ისწავლით გრამატიკულად გამართული დიალოგების წარმოებას, შეძლებთ დისკუსიაში ჩაბმას, ჩამოგიყალიბდებათ კითხვა – პასუხის და მოსმენის უნარ -ჩვევები. ტრენინგის შემდეგ შეძლებთ რუსულ ენაზე აწარმოოთ სატელეფონო საუბარი კლიენტთან, დაჯავშნოთ ნომერი, გაატაროთ ან მოხსნათ რეგისტრაციიდან სტუმარი, დაეხმაროთ ვიზიტორს სასტუმროში ორიენტაციაში, სწავლების მეთოდები მოიცავს წერას, კითხვას, ზეპირ მეტყველებას, თარგმანს, აუდირებას, როლურ თამაშებს.

აუცილებელი პირობაა ენის ცოდნა მინიმუმ A2 დონეზე.

კურსზე ჩასაწერად გთხოვთ შეავსოთ

ენის ცოდნის დონის დამდგენი ტესტი

კორპორატიული შეთავაზება 

 

ჩვენ ვიცით, რამდენად მნიშნელოვანია უცხო ენების მცოდნე კადრი თანამედროვ შრომით ბაზარზე. ვიცით, რამდენად რთულია თანამშრომლის მოცდენა ძირითადი საქმიანობიდან. ამიტომ თქვენი კომფორტისთვის, დროისა და რესურსის დაზოგვისთვის, გთავაზობთ რუსული ენის კურსს თანამშრომლებისთვის ადგილზე მოსვლით, ასევე, მზად ვართ გიმასპინძლოთ ჩვენს ოფისში. ჩვენი მასწავლებლები გასაუბრების და ტესტირების საფუძველზე მსურველებს გაანაწილებენ ჯგუფებში ენობრივი კომპეტენციის მიხედვით და დაგეგმავენ კონკრეტულად თქვენს საქმიანობაზე მორგებულ სასწავლო პროგრამას.

ქართული ენა რუსულენოვნებისთვის

 

სართველო აქტიურად არის ჩართული მსოფლიოში მიმდინარე პროცესებში, იზრდება საქმიანი ურთიერთობების რაოდენობა და ქვეყნის ტურისტული პოტენციალი. შესაბაისად საგრძნობლად გაიზარდა ქართული ენის შესწავლის მსურველი უცხოელების რაოდენობა. სასიამოვნოა, როცა ჩვენი უცხოელი მეგობრები ასეთი სახით გამოხატავენ ქვეყნის პატივისცემას და ცდილობენ, ისაუბრონ მასპინძლის ენაზე საქმიან თუ მეგობრულ გარემოში.

 

ჩვენ ვართ პირველები სასწავლო ცენტრებს შორის ჯერ კიდევ 18 წლის წინ შევთავაზეთ მსურველებს ქართული ენის კურსი. მაშინ ჯერ კიდევ მწირი იყო სასწავლო მასალა და ჩვენი პედაგოგები ქმნიდნენ საავტორო კურსს და ცდილობდნენ, ქართული ენის სწავლა არ ყოფილიყო უცხოელისთვის დამღლელი და დაუძლეველი პრობლემა. 


წლების მანძილზე სწავლების ფორმები და მეთოდები დაიხვეწა, გაჩნდა სათანადო სასწავლო მასალაც. ახლა უკვე გთავაზობთ გამართულ, აპრობირებულ და დროში გამოცდილი სასწავლო პროგრამას. დაეხმარეთ თქვენს მეგობარს ისწავლოს ქართული ენა.