თურქული ენა

უცხო ენის ცოდნა პროფესიული წარმატების მიღწევაში გეხმარება, გიადვილებს საქმიანი ურთიერთობების დამყარებას, სასიამოვნოს ხდის მოგზაურობას, საშუალებას გაძლევს იგრძნო თავი “შენიანად” უცხოენოვან გარემოში, ხელმისაწვდომი ხდება უახლესი ინფორმაცია თქვენთვის საიტერესო სფეროში, ახალი ენის სწავლით, სწავლობ სამყაროს აღქმას ახალი ხედვით და ეს ყველაფერი არ არის. ახალი ენის შესწავლისას იზრდება თქვენი ინტელექტუალური შესაძლებლობები, ვითარდება აზროვნება, ვარჯიშდება გონება, უმჯობესდება რეაქცია.

უცხო სიტყვების ასათვისებლად გიწევს მშობლიური ენის სიღრმეებს ჩაწვდე. შედეგად, საკუთარ ენასაც მეტად აფასებ და უცხოს პატივისცემასაც სწავლობ. ხვდები, რამდენად გიმარტივებს საკუთარი ენის კარგად ცოდნა ახალი ენის შესწავლას. ახალ ენას მოაქვს ემოციების მრავალფეროვნება, თავდაჯერებულობა, თვითრეალიზაციის ახალი შესაძლებლობები.

გთავაზობთ თურქული ენის 
კურსების ფართო არჩევანს:

  • ზოგადი თურქული ენა დონეების მიხედვით
  • თურქული ენის მოკლევადიანი კურსი
  • თურქული ენა სასტუმროს თანამშრომლებისთვის
  • კორპორატიული შეთავაზება
  • ქართული ენა თურქულენოვნებისთვის

აირჩიე სასურველი ენა და გვეწვიე. ჩვენთან ენას ასწავლიან პროფესიონალი გამოცდილი <<< მასწავლებლები >>>. ჩვენ ვუფრთხილდებით საკუთარ რეპუტაციას, ვიცით, როგორ შევარჩიოთ საჭირო კადრი და გაგიმარტივოთ კარგი მასწავლებლის მოძებნის რთული პროცესი, ჩვენთან

 

  • უცხო ენებს ასწავლიან არა მოყვარული, არამედ მაღალკვალიფიციური, გამოცდილი, პროფესიონალი, პედაგოგიური სტაჟის მქონე, ენერგიული, დიპლომირებული და სერტიფიცირებული მასწავლებლები.
  • ენის სწავლა აზარტული, სახალისო და, რაც მთავარია, შედეგზე ორიენტირებულია.
  •  მოსწავლეს უმეტესად საშუალება აქვს აირჩიოს მასწავლებელი, ღიად გამოხატოს თავისი დამოკიდებულება, გაგვიზიაროს სურვილები და მოლოდინი.

გაკვეთილები ტარდება 

კვ. 2-ჯერ /  თვეში 8 გაკვეთილი

გაკვეთილის ხანგრძლივობა

წყვილში 1 სთ / ჯგ. 1 სთ 30 წთ

გაიცემა ევრიპული სტანდარტის ორენოანი სერტიფიკატი

მესამე გაკვ. იფარება მიმდინარე თვის გადასახადი

ზოგადი თუქრული ენის კურსი 

ზოგადი კურსი განკუთვნილია ნებისმიერი ასაკის მსურველთათვის. ეფექტურად დაგეგმილი სასწავლო პროგრამის შედეგად მსმენელი ყოველდღიურად გაიუმჯობესებს წერის, კითხვის, საუბრის და სმენის უნარ-ჩვევებს, გაიმდიდრებს ლექსიკას, სრულყოფს გამოთქმას, ინტონაციას, გრამატიკის ცოდნას, ისწავლის პრაქტიკულ და საჭირო ფრაზებს, დაძლევს უცხო ენაზე საუბრის დაწყების უხერხულობას. ზოგადი (საფუძვლიანი) ესპანური ენა ისწავლება დონეების მიხედვით.

საწყისი დონე 

A1; A2

განკუთვნილია მათთვის ვინც ნულიდან იწყებს თურქული სწავლას. ამ დონეზე უმოკლეს ვადაში შეიძენთ ზეპირი და წერითი მეტყველების საბაზისო უნარებს. გაიმდიდრებთ ლექსიკას, ისაუბრებთ მარტივ სასაუბრო თემებზე. შეძლებთ საკუთარი აზრის გადმოცემას და შთაბეჭ­დი­ლე­ბების გამოხატვას მარტივ საკომუნიკაციო ენაზე, შეძლებთ გაიგოთ და აღიქვათ მოსმენილი ტექსტის ნაწილი და გადათარგმნოთ მარტივი ტექსტი მშობლიურ ენაზე 

საშუალო დონე 

B1; B2

ენის სწავლების ძირითადი საფეხურია. გაიმდიდრებთ ლექსიკას, დაეუფლებით გრამატიკის დიდ ნაწილს, თავისუფლად და დაუბრკოლებლად ისაუბრებთ ნებისმიერ თემებზე. შეძლებთ სხვადასხვა სირთულის ლიტერატურის და სტატიების წაკითხვას და აღქმას. ამ დონის შემდეგ შესაძლებელია დაიწყოთ ენის დაუფლება პროფესიული მიმართულებებით.

მაღალი დონე

C1; C2

ხდება სამეტყველო ენის დახვეწა, შეისწავლება პროფესიონალურ დონეზე თურქულად საუბარი, რთული სამეცნიერო ტერმინოლოგიის დაძლევა, ნებისმიერი დიალოგისა და ტექსტის თარგმნა. შეძლებთ სწრაფად საუბარს, რთული და მოცულობითი ტექსტების აღქმა-გაგებას

კურსზე ჩაწაწერად  

დარეგისტრირდით

თურქული ენის მოკლევადიანი კურსი 

მოკლევადიანი კურსი – 3-6 თვის ხანგრძლივობით ითვალისწინებს მარტივი საკომუნიკაციო ლექსიკის ათვისებას, მიმალურ გრამატიკას, მოსმენის უნარ-ჩვევის ჩამოყალიბებას. მიზნობრივად შერჩეული სიტუაციური დიალოგები და ფრაზები ენის სწრაფად ათვისებაში დაგეხმარებათ. მოგიხნით თურქულ ენაზე საუბრის წამოწყების უხერხულობას.

კურსზე ჩაწაწერად  

დარეგისტრირდით

თურქული ენა სასტუმროს თანამშრომლებისთვის

ისწავლით ძირითად პროფესიულ ფრაზეოლოგიას და ტერმინოლოგიას, გაიმდიდრებთ ლექსიკას, ისწავლით გრამატიკულად გამართული დიალოგების წარმოებას, შეძლებთ დისკუსიაში ჩაბმას, ჩამოგიყალიბდებათ კითხვა – პასუხის და მოსმენის უნარ -ჩვევები. ტრენინგის შემდეგ შეძლებთ თურქულ ენაზე აწარმოოთ სატელეფონო საუბარი კლიენტთან, დაჯავშნოთ ნომერი, გაატაროთ ან მოხსნათ რეგისტრაციიდან სტუმარი, დაეხმაროთ ვიზიტორს სასტუმროში ორიენტაციაში, სწავლების მეთოდები მოიცავს წერას, კითხვას, ზეპირ მეტყველებას, თარგმანს, აუდირებას, როლურ თამაშებს.

აუცილებელი პირობაა ენის ცოდნა მინიმუმ A2 დონეზე.

კურსზე ჩაწაწერად  

დარეგისტრირდით

კორპორატიული შეთავაზება

ჩვენ ვიცით, რამდენად მნიშნელოვანია უცხო ენების მცოდნე კადრი თანამედროვ შრომით ბაზარზე. ვიცით, რამდენად რთულია თანამშრომლის მოცდენა ძირითადი საქმიანობიდან. ამიტომ თქვენი კომფორტისთვის, დროისა და რესურსის დაზოგვისთვის, გთავაზობთ თურქული ენის კურსს თანამშრომლებისთვის ადგილზე მოსვლით, ასევე, მზად ვართ გიმასპინძლოთ ჩვენს ოფისში.
ჩვენი მასწავლებლები გასაუბრების და ტესტირების საფუძველზე მსურველებს გაანაწილებენ ჯგუფებში ენობრივი კომპეტენციის მიხედვით და დაგეგმავენ კონკრეტულად თქვენს საქმიანობაზე მორგებულ სასწავლო პროგრამას.

ქართული ენა იტალიურენოვნებისთვის 

 

სართველო აქტიურად არის ჩართული მსოფლიოში მიმდინარე პროცესებში, იზრდება საქმიანი ურთიერთობების რაოდენობა და ქვეყნის ტურისტული პოტენციალი. შესაბაისად საგრძნობლად გაიზარდა ქართული ენის შესწავლის მსურველი უცხოელების რაოდენობა. სასიამოვნოა, როცა ჩვენი უცხოელი მეგობრები ასეთი სახით გამოხატავენ ქვეყნის პატივისცემას და ცდილობენ, ისაუბრონ მასპინძლის ენაზე საქმიან თუ მეგობრულ გარემოში.

 

ჩვენ ვართ პირველები სასწავლო ცენტრებს შორის ჯერ კიდევ 18 წლის წინ შევთავაზეთ მსურველებს ქართული ენის კურსი. მაშინ ჯერ კიდევ მწირი იყო სასწავლო მასალა და ჩვენი პედაგოგები ქმნიდნენ საავტორო კურსს და ცდილობდნენ, ქართული ენის სწავლა არ ყოფილიყო უცხოელისთვის დამღლელი და დაუძლეველი პრობლემა. 


წლების მანძილზე სწავლების ფორმები და მეთოდები დაიხვეწა, გაჩნდა სათანადო სასწავლო მასალაც. ახლა უკვე გთავაზობთ გამართულ, აპრობირებულ და დროში გამოცდილი სასწავლო პროგრამას. დაეხმარეთ თქვენს მეგობარს ისწავლოს ქართული ენა.