საგადასახადო კოდექსის შემსწავლელი კურსი
თეორიისა და პრაქტიკის შერწყმით – მოქმედი და დამწყები ბუღალტრებისთვის
თუ თქვენ ხართ დამწყები ან პრაქტიკოსი ბუღალტერი, ფინანსური მენეჯერი, აუდიტორი, ეკონომიკური და იურიდიული სფეროს წარმომადგენელი, მეწარმე ან უბრალოდ ამ სფეროთი დაინტერესებული, პირი ჩვენი კურსი დაგეხმარებათ კარგად გაერკვეთ საქართველოს საგადასახადო კოდექსის ყველა ნიუანსში, პრაქტიკულ მაგალითებზე შეისწავლოთ ყველა მუხლის მოქმედების არეალი.
კურსს უძღვებიან: მირიან გაბუნია, თეა გორგოძე
მირიანი გაბუნია საგადასახადო აუდიტის სფეროში ერთ-ერთი აღიარებული აუდიტორია. საგადასახადო და დაბეგვრის სფეროში მას იცნობენ, როგორც მაღალი კვალიფიკაციის მქონე აუდიტორს ხანგრძლივი და მრავალფეროვანი პრაქტიკული გამოცდილებით. ძირეულად ფლობს ნებისმიერი ბიზნესკომპანიის საქმიანობის საგადასახადო სპეციფიკასა და ნიუანსებს.
თეა გორგოძე შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის საინფორმაციო ცენტრის მთავარი ოფიცერი, საგადასახადო სფეროში ერთ-ერთი მაღალკვალიფიციური სპეცილისტია მრავალფეროვანი პრაქტიკული გამოცდილებით.
გაკვეთილები ტარდება
კვ. 2-ჯერ / თვეში 8 გაკვეთილი
კურსის ხანგრძლივობა
წყვილში 44 სთ (3 თვე)
გაიცემა ევრიპული სტანდარტის ორენოანი სერტიფიკატი
კურსის ღირებულების მესამე გაკვ. იფარება სრულად ან 50%
სასწავლლო პროგრამა მოიცავს საგადასადო კოდექსის ყველა თემას, ლექციები ინტერაქტიურია და მოიცავს კითხვა-პასუხის ფორმატს, ყველა ლექცია მოიცავს თეორიულ მასალასა და პრაქტიკულ ამოცანას და რაც მთავარია, თქვენ მიიღებთ მაღალკვალიფიკაციურ კონსულტაციებს და პრაქტიკულ რჩევებს თქვენთვის საინტერესო ნებისმიერი სირთულის საკითხებზე
კურსის პროგრამა კონკრეტული საქმეების, პრაქტიკული ამოცანების და სიტუაციურ მაგალითებზე განხილული იქნება:
- საქართველოს ახალი საგადასახადო კოდექსი და მისი ნოვაციები;
- საგადასახადო კოდექსი ცვლილებამდე და ცვლილებების ჩათვლით;
- ყველა სახის გადასახადისა და მოსაკრებლების არსი გადასახადების მიხედვით, კოდექსის მუხლების შესაბამისად;
- ამა თუ იმ გადასახადზე რისკის მატარებელი ან ბუნდოვანი ჩანაწერი;
- მაგალითები საგადასახადო ორგანოების მხრიდან განხორციელებული დარიცხვის პრაქტიკის მიხედვით და ასეთ დროს საჭირო მიდგომა;
- კაზუსები და საგადასახადო დავების პრაქტიკა;
- მსმენელების მიერ წარმოდგენილი მაგალითები, ასევე პრაქტიკაში საწარმოების მიერ დაშვებული დარღვევები და ამ მაგალითების შესაბამისად დავების განმხილველი ორგანოების მხრიდან მიდგომები გამოტანილი გადაწყვეტილებების დამოწმებით, აგრეთვე უახლოესი მანუალების (სიტუაციური სახელმძღვანელო) შესაბამისად;
- საგადასახადო კოდექსთან დაკავშირებული სხვა საკანონმდებლო ნორმატიული აქტები და მათი გავლენა გადასახადებზე;
- საქონლის, კაპიტალის, სახმარი ღირებულების, თვითღირებუ¬ლების და სხვა საკითხები, რაც აუცილებელია საწარმოო ძალებისა და წარმოებითი ურთიერ¬თობის ზოგადი წარმოდგენისათვის;
- მიიღებთ მაღალკვალიფიკაციურ კონსულტაციებს და პრაქტიკულ რჩევებს თქვენთვის საინტერესო ნებისმიერი სირთულის საკითხებზე;